logo
ENG



ილია II, კალაძე, ზურაბიშვილი, ღარიბაშვილი - ვინ მოსწონთ ყველაზე მეტად - IRI-ის კვლევა

27 აპრ 202221:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/ezt6vote7xxfkar.jpg

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია II-ს აქვს - 92%. არ მოსწონს 4%-ს. 

მას თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მოსდევს - 53%; კალაძე არ მოსწონს გამოკითხულთა 43%-ს. 

მესამე ადგილზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია - ის 52%-ს მოსწონს, 42%-ს - არ მოსწონს. 

მეოთხე ადგილზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ის 47%-ს მოსწონს, 48%-ს არ მოსწონს. 

ნინო ლომჯარია - 46%-ს მოსწონს, 40%-ს არ მოსწონს.

ანა დოლიძე - 44%-ს მოსწონს, 35%-ს - არ მოსწონს. 

გიორგი გახარია - 40%-ს მოსწონს, 55%-ს არ მოსწონს. 

დავით უსუფაშვილი - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 48%. 

ელენე ხოშტარია - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 52%.

ირაკლი კობახიძე - მოსწონს 38%-ს, არ მოსწონს - 56%; 

გიორგი ვაშაძე - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 56%.

თეა წულუკიანი - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 57%. 

ნიკა მელია - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 58%-ს. 

გიგა ბოკერია - მოსწონს 18%-ს, არ მოსწონს - 76%. 

გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%. 


close დახურვა